03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების ვადა, სავარაუდოდ, 2 წლით გადაიწევს

ეკონომიკური საბჭო მთვრობას ავტომობილების ტექდათვალიერების ვალდებულების ამოქმედებისს 2 წლით გადავადების რეკომენდაციას აძლევს.

საქართველოში ავტომობილების პერიოდულ ტესტირებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასა და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ეკონომიკური საბჭოს სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.

იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური საბჭოს რეკომენდაციას მთავრობა გაითვალისწინებს, ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების ვადა, 2015 წლის ნაცვლად, 2017 წლის პირველი მარტიდან შევა ძალაში.

ეკონომიკურ საბჭოზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია პრემიერის მიერ ინიცირებული პროგრამის - „აწარმოე საქართველოში” მიმდინარეობის შესახებ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის განმარტებით, დღეისთვის უკვე დამტკიცებულია სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიული მიმართულების მქონე 25 პროექტი, რაც, მისი თქმით, ნიშნავს „ათასობით ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას“.

საბჭოს წევრებმა ასევე  განიხილეს პროექტი „ახალი აბრეშუმის გზა“, რომელიც ევროპისა და აზიის რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას, ახალი საავტომობილო ქსელის განვითარებასა და გლობალური კავშირების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

დღის ამბები