03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
ებოლას ვირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 3,300-ს გადააჭარბა

მსოფლიოს მასშტაბით, ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3,300-ს აჭარბებს. გაეროს მონაცემებით, განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა აფრიკის კონტინენტზე: სიერა ლეონეში, ლიბერიასა და გვინეაში. ჰემორაგიული ციებ-ცხელებით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა აშშ-შიც.

საერთაშორისო ორგანიზაციები მსოფლიოს დაავადების გავრცელების შესაჩერებლად უფრო მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ტეხასის შემდეგ, ებოლას შემთხვევა გამოვლინდა ჰავაიზეც. პაციენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა აფრიკიდან, საშიში ვირუსის სიმპტომებით ჰონოლულუს საავადმყოფოში მოათავსეს. ამჟამად ის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და არის თუ არა ის ებოლას ვირუსით დაავადებული, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

დღის ამბები