20 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი2"-ის საქმის არსებითი განხილვა იწყება

რუსთავი2-ის საქმის არსებითი განხილვა იწყება დღეს სააპელაციო სასამართლოში. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები ასაჩივრებენ საქალაქო სასამართლოს მიერ 6 თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელის მიხედვითაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს გადაეცა.

იურისტები ასაჩივრებენ ასევე ყველა იმ შუამდგომლობაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომელიც მან არ დააკმაყოფილა.

ტელეკომპანიის სააპელაციო საჩივრებს არ ეთანხმება ქიბარ ხალვაშის ადვოკატი.

სხდომა სააპელაციო სასამართლოში დილის 10:00 საათზეა ჩანიშნული.

დღის ამბები