20 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე-სასამართლომ ადვოკატების 4 შუამდგომლობიდან 3-ზე უარი განაცხადა

რუსთავი 2 ბრძოლას ისევ სასამართლოში განაგრძობს. დღეს კომპანიის სარჩელის განხილვა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა.  თამაზ ურთმელიძის შემდეგ სარჩელს უკვე სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია იხილავს, მაგრამ ტაქტიკა სავარაუდოდ ძველი დარჩა- რაც შეიძლება სწრაფად გამოცხადდეს გადაწყვეტილება, თან ისე, რომ მოსარჩელე მხარის ინტერესები გათვალისწინებული არ იყოს.

მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის ადვოკატებს, დღევანდელ პროცესზე 4 შუამდგომლობიდან, სამზე უარი ეთქვათ.

სააპელაციო სასმართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმის არსებითი განხილვა ისე დაიწყო რომ, პროცესს არც არხის გენერალური დირექტორი და არც ტელეკომპანიის მფლობელის ოფიციალური წარმომადგენელი არ ესწრებოდა. ადვოკატები სხდომის გადადებას ითხოვდნენ,  თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიას საზღვარგარეთ ყოფნის დამადასტურებელი  დოკუმენტაცია ადვოკატებმა წარადგინეს, კოლეგიამ პროცესის გადადება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

სასამართლომ უარი თქვა ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომელიც TV საქართველოსა და რუსთავი 2-ის დაყადაღებული წილების საქმის არსებით განხილვამდე გაცნობას ეხებოდა.

კოლეგიის მხრიდან შუამდგომლობაზე უარის თქმა რუსთავი 2-ის ადვოკატებმა უკანონო გადაწყვეტილებად შეაფასეს. 

სამაუწყებლო კომპანია რუთავის 2-ის საქმის განხილვა მომავალ კვირაში გაგრძელდება.

ავტორები:მარიამ გაფრინდაშვილი, ტატო გურგენიძე.

 

დღის ამბები