20 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
"რუსთავი"2-ის საქმე - სასამართლო სხდომა რამდენიმე საათში დაიწყება

მხარეთა საჩივრების მოსმენით გაგრძელდება დღეს რუსთავი2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში. პროცესზე რუსთავი2-ის და TV საქართველოს საჩივრები განიხილება. 

დღეს პროცესზე წარდგება რუსთავი2-ის მფლობელების, ძმები ყარამანიშივლების ადვოკატი, რომელიც არ ესწრებოდა წინა სხდომას.

რუსთავი2-ის ადვოკატებს მეორე ინსტანციაში გასაჩივრებული აქვთ, როგორც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების თაობაზე, ასევე ყველა ის განჩინება, რომელიც მოსამართლე ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა.

ქიბარ ხალვაშის მხარეს კი გასაჩივრებული აქვს სასარჩელო მოთხოვნების ის ნაწილი, რომელიც საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. კერძოდ, რუსთავი2-ის ლოგოსა და გადაცემების საავტორო უფლებების თაობაზე.

რუსთავი2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს 10:30 დაიწყება და მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ამ პროცესს, ჩვენი ეთერის მეშვეობით ადევნოს თვალი.

დღის ამბები