ნიკა გვარამიამ გააპროტესტა წინა სხდომაზე მისი მონაწილეოის გარეშე პროცესის ჩატარება.
„სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობა ვერ ათვითცნობიერებს რა საქმეს განიხილავს. ეს საქმე ეხება ქვეყანაში დემოკრატიის საკითხს. სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს ეს კონტექსტი“, - მიმართა გვარამიამ სასამართლოს.
მან განაცხადა, რომ უცნაურია ის ტემპი, რაც სასამართლოს აქვს აღებული.
„მე არ ვიცი ბერმუნდის რომელ სამკუთხედში იკარგებოდა ის კოლეგიები, რომელიც თქვენამდე იხილავდა ამ საქმეს“, - უთხრა გვარამიამ მოსამართლეს.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, წინა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ საქმის განიხლვას ხუთი თვე დასჭირდებოდა. თუმცა გვარამიამ აღნიშნა, რომ უცნაურია, თუ რატომ განიხილავს ახალი კოლეგია საქმეს ასეთი ტემპით, როდესაც 3 კვირის ვადაში თითქმის დაასრულა განხილვა.
მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ გვარამიას კორექტულობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კანონით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, სასამართლო მის მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.