20 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
"ეს კოლეგია არ არის მიუკერძოებელი სასამართლოს შემადგენლობა და სხვა მიზნებს ისახავს,"- ნიკა გვარამია

"ეს კოლეგია არ არის მიუკერძოებელი სასამართლოს შემადგენლობა და სხვა მიზნებს ისახავს და სხვა საქმეს ემსახურებ და არა მართლმსაჯულებას,"- ეს განცხადება რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. 

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე დღევანდელი პროცესი დასრულდა. ნიკა გვარამიამ პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

"იყო მიკერძოება, რომელიც გამოხატა მოსამართლემ. ეს არ არის გამოსაცნობი, სავარუდო, თუმცა შუამდგომლობები აცილებზე ვარაუდის შემთხვევაშიც კმაყოფილდება, იმიტომ, რომ ასეთია აცილების საერთაშორისო და შიდა ქართული სტანდარტი. ამ შემთხვევაში ჩვენ კოლეგიაში გვყავს მოსამართლე, რომელიც ერთდერთია ამ ქვეყანაშიც და საერთაშორისო მასშტაბითაც, რომლის ორგანიზაციამ ღიად და დაუფარავად დაიცვა თამაზ ურთმელიძე მის გადაწყვეტილებაში, აგრესიულად მოიხსენია რუსთავი 2-ის და პირადად მეც. თამაზ ურთმელიძე თვითონ არის ამ ორგანიზაციის წევრი და დამფუძნებელი ნათია გუჯაბიძესთან ერთად. ჩვენ არ ვენდობით ასეთი ტიპის მოსამართლეს, ძალიან გამახვილებული გვაქვს მგრძნობელობა სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი მისამართით, ამას მგრძნობელობის გამახვილებაც არ უნდა. ნებისმიერი მიუკერძოებელი და საღ გონებაზე მყოფი დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ მოსამართლე რომელიც მეგობრულ და არამხოლოდ კოლეგიალურ ურთიერთკავშირშია პირველი ინსტანციის მოსამართლესთან, ის მიკერძოებული იქნება მისი გადაწყვეტილების განხილვისას.

ეს იყო ტესტი ჩვენთვის, კოლეგიამ ეს ტესტი ვერ გაიარა ჩვენი შეხედულებით. ამიტომ ამ კოლეგიის გადაწყვეტილებები ჩვენთვის აპრიორი უკვე არასწორი და მიუღებელია. კოლეგია პროცესს არანორმალურად ფორსირებულად იხილავს. პროცესი ჩაინიშნა 13 მაისს, რაც ასევე ძალიან მოკლე დროა ამ სასამართლოსთვის და ქართული მართლმსაჯულებისთვის, რომელიც არათუ 2, არამედ 5 თვეშიც ვერ ეტევა განხილვის ვადებში. რატომღაც რუსთავი 2-ის საქმე ორივე ინსტანციაშიც საგამონაკლისო იყო,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ყადაღასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი პროცესები, რომელიც მართლა უზარმაზარი საქმეა მოცულობით, 6 სააპელაციო საჩივარია, კვირაში ერთხელ ინიშნება, სამართლებრივად უმარტივესი, სრულიად აბსურდული და ცარიელი განჩინება ურთმელიძის, რომელიც ჯერ მან არ გადმოაგზავნა სააპელაციო სასამართლოში, სრულიად ყველა საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევით, შეინახა და გადამალა, მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად გამოგზავნა განჩინება, მიუხედავად იმისა, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადმოეგზავნა სასამართლოში, ახლაც ამ კოლეგიის მიერაც არ იხილება რამდენიმე კვირაა, ეს კოლეგიაც არღევს ვადებს,"- განაცხადა გვარამიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები