რუსთავი 2-ის საქმეში ხელისუფლების ჩარევას გამორიცხავს მმართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლო დამოუკიდებელ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
„მედიის თავისუფლება არის, ეს რუსთავი 2-საც ეხება, თუ რაიმე პრობლემაა, ეს სასამართლო გზით უდნა გადაწყდეს,“- განაცხადა ვიცე სპიკერმა, მანანა კობახიძემ.
ოპოზიციაში კი ამტკიცებენ, რომ რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში დაინტერესება სწორედ ხელისუფლებას აქვს. ისინი არ გამორიცხავენ სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ შეტევა სხვა მეთოდებითაც განხორციელდეს.
"ხელისუფლებას შიში აქვს რუსთავი 2-ის, სიმართლის, ყველაფერს აკეთებს, რომ სიმართლე დამალოს, ამიტომ ველოდები უფრო მკვეთრ შეტევას რუსთავი 2-ზე, ამიტომ ჩვენ ყველა მზად უნდა ვიყოთ, რომ სიტყვის თავისუფლება დავიცვათ,“- განაცხადა საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.