19 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
თსუ კანცლერის თანამდებობაზე მსურველთა რეგისტრაციას იწყებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კანცლერის თანამდებობაზე მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. პროცესი დღეს დილის 10 საათიდან დაიწყება და 13 მაისის საღამოს 6 საათზე დასრულდება.

სასწავლებლის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი მარტში უნდა აერჩიათ, თუმცა სტუდენტების საპროტესტო აქციების შემდეგ, ერთადერთმა კანდიდატურამ - გიორგი გაფრინდაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც კენჭისყრა გადაიდო.

ახალგაზრდები გაფრინდაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ.

დღის ამბები