სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშს განიხილავენ დღეს პარლამენტში ბიუროზე. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წინაშე უჩა ნანუაშვილი ხუთშაბათს წარდგება. დოკუმენტი 1259 გვერდიანია.
ომბუდსმენის ანგარიშის ერთი თავი ქვეყანაში მედიაგარემოს და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს ეთმობა. ასევე საუბარია ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც.
საპარლამენტო უმრავლესობაში არ იზიარებენ ომბუდსმენის შეფასებებს მედიასა და რუსთავი 2-თან მიმართებით.