19 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია მინიმალურ ფასად გაიყიდა

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია მინიმალურ ფასად, 6 326 495 ლარად, გაიყიდა.

აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი მონაწილეობდა, რომელმაც ფასი მხოლოდ ერთხელ შესთავაზა და მიწის ნაკვეთი საბოლოოდ შეთავაზებულ ფასად გაიყიდა.

მყიდველის ოფიციალური ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, იმის გამო, რომ აუქციონი  მოკლე ვადაში ჩატარდა და ერთი მყიდველი მონაწილეობდა, ასევე ივანიშვილის ინტერესების გათვალისწინებით, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მიწა ივანიშვილის საკუთრება გახდება.  

ნაციონალური მოძრაობა მერიას მოუწოდებს, დროულად გამოაქვეყნოს იმ სუბიექტის ვინაობა, ვინც მიწა ფორმალურად  შეიძინა.

ნაციონალური მოძროაბის წევრები ამ წუთებში დედაქალაქის მერიასთან საპროტეტსო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ აუქციონი უკანონოდ ჩატარდა.

მერიის წინ საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.        

დღის ამბები