კრწანისი-შინდისის გზაზე 29 ჰექტარი მიწის ფართობი გაყიდულია. ტერიტორია აუქციონის დასრულებამდე 6 მილიონ 326 ათას ლარად თანაინვესტირების ფონდმა შეიძინა.
ტერიტორია კერძო ინვესტორის ხელში გადავიდა, რომელიც ვალდებულია, ამ ადგილზე 80-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი ააშენოს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ტერიტორიის მფლობელი ის კომპანია გახდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ უკავშირდება. სწორედ თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს პანორამა თბილისის პროექტს.
რა გეგმები აქვს ყოფილ პრემიერს ბოტანიკური ბაღის საკუთრებიდან მის მფლობელობაში გადასულ 4 ჰექტართან დაკავშირებით და რას გეგმავს ახლდაშეძენილ 29 ჰექტარზე, ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.
ავტორი: აკო მაღრაძე