20 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
მწვანე კონცხზე ივანიშვილის კუთვნილ მიწაზე მშენებლობას შესაძლოა უმაღლესი სასწავლებლის შენობა შეეწიროს

სამშენებლო ტექნიკა ბათუმის ბოტანიკურ ბაღთანაც გამოჩნდა. ეს მიწაც, ისევე, როგორც თბილისის პარკის მიმდებარე ტერიტორია, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და შესაბამისად ახალი ბიზნესპროექტის ნაწილია.  

ოფიციალური ვერსიით მწვანე კონცხზეც სასტუმრო უნდა აშენდეს. პროექტი სავარაუდოდ პანორამა თბილისის ანალოგიურია.

ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ივანიშვილის პანორამა ბათუმის მშენებლობას შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობა ეწირება.

მწვანე კონცხზე მდებარე სასწავლო კორპუსის გასხვისებას უნივერსიტეტში არ ადასტურებენ. 

აჭარის ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ რომ 2,5 ჰექტარ მიწაზე 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, თუმცა უწყებაში ბიზნეს დეველოპმენტის და ბიძინა ივანიშვილის კავშირზე  არ საუბრობენ.

ავტორები: ნათია ტრაპაიძე, თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები