პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე სახალხო დამცველს შენიშვნას აძლევს და განმარტავს, რომ უჩა ნანუაშვილის უწყება მოსამართლის განჩინებას არ უნდა აფასებდეს. გედევან ფოფხაძემ უჩა ნანუაშვილის მიერ მის ანგარიშში გაკეთებულ ჩანაწერს უპასუხა, რომლის თანახმადაც თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილი განჩინება რუსთავი 2-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არღვევს.
„მოსამართლის მიერ მიღებული განჩინება თუ ის საჩივრდება ზედა ინსტანციაში ფასდება ზედა ინსტანციის მიერ. სამართლებრივი შეფასება განჩინების სასამართლოში ჩემი აზრით არც ერთ სხვა ინსტიტუციას, გარდა სასამარლოსი არ იქნება სწორი რომ ჰქონდეს,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.