თბილისის ბოტანიკური ბაღის შემდეგ, პროტესტი ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას მოჰყვა. სტუდენტთა პროტესტს და ექსპრემიერ ბიზინა ივანიშვილის ხსენებას დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელის გაღიზიანება მოჰყვა. მან ადგილზე შეკრებილ სტუდენტებს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვება მოთხოვა.
კანცლერის გადაწყვეტილებით მედიის გარეშე გამართული შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აჭარის მთავრობასთან უკანონო გარიგებაში დაადანაშაულეს.
სასწავლო კორპუსის გასხვისებას არ ადასტურებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი. მერაბ ხალვაში ტერიტორიის დათმობის ერთ-ერთ მოტივაციად ეკონომიკის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ტერიტორიას ასახელებს.
მწვანე კონცხზე ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაყიდ ტერიტორიას ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან 200 მეტრი აშორებს. 2,5 ჰექტარ მიწაზე კი ახალი მფლობელი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.
ავტორები:ანა წერეთელი, თეა ვაშალომიძე.