თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებთ სამოქალაქო სექტორი აქციების განახლებას გეგმავს.
არასამთავრობოები ასევე აპირებენ, რომ სააპელაციოში გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, შაბათს გამართულ აქციაზე სამ დაკავებულს, მათ შორის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს 250 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
კიდევ ორი დაკავებულის პროცესი ხვალ არის ჩანიშნული, ამ დრომდე გაურკვეველია, როდის გაიმართება პარტიზანი მებაღის, ნატა ფერაძის საქმის განხილვა.
"ჩვენი დაკავება კანონდარღვევით მოხდა, მე არ ვეთანხმები იმ ბრალდებებს, რაც წაყენებულია და ხელი არ მაქვს მოწერილი,“- განაცხადა ნატა ფერაძემ.
შაბათს აქციაზე სულ 6 ადამიანი დააკავეს, მოგვიანებით ყველა მათგანი ხელწერილით გაათავისუფლეს.