03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
შესაძლოა თბილისის ავტოპარკი ქართული ავტობუსებით განახლდეს

განახლდება თუ არა თბილისში ავტოპარკი? დღეს ამ თემაზე საკრებულოს ურბანული კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

სხდომაზე საკუთარი წინადადებით წარდგა შპს ”აისი ჯგუფი”. უკვე ცნობილია, რომ მალე დედაქალაქში აშენდება ქარხანა, სადაც ავტობუსების წარმოება დაიწყება. შესაძლებელია, რომ სწორედ ამ ქართული წარმოების ავტობუსებით განახლდეს თბილისის ავტოპარკი.

"აისი ჯგუფის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქარხნის მშენებლობისთვის 30 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. კომპანია ქარხანაში 1500 ადამიანის დასაქმებას ვარაუდობს.  

კომისიის დღევანდელ სხდომას ნაციონალური მოძრაობის წევრებიც ესწრებოდნენ. ოპოზიცია შესაძლო მონოპოლიზაციის საფრთხეზე მიუთითებს.

დღის ამბები