03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
რუსთავი 2-ზე „ბრავო“ იწყება

მუსიკალური შოუ „ბრავო” რუსთავი 2-ის ეთერში პარასკევს იწყება. 3 ოქტომბრიდან მაყურებელს შესაძლებლობა ექნება შოუ 4 წლის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში იხილოს.

გადაცემაში 16 ცნობილი მომღერალი მონაწილეობს, რომლებიც გასულ წლებში ისეთ ცნობილ შოუებში მონაწილეობდენ, როგორიცაა ”ნიჭიერი”, „იქს ფაქტორი”, „ჯეოსტარი“ და „საქართველოს ვარსკვლავი“.

შოუს წამყვანები იქნებიან სტეფანე მღებრიშვილი და თინა მახარაძე. „ბრავოს“ ჟიური არ ეყოლება და მხოლოდ მაყურებელი მიიღებს გადაწყვეტილებას.

16 მომღერალი და 16 სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი პარასკევს, 3 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში გამჭვირვალე კენჭისყრის შემდეგ დაწყვილდებიან. თითო გადაცემაში ორი დაპირისპირებული მხარე იქნება. ზარების დახმარებით, ფინალში 8 მონაწილე გავა და გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. მაყურებელი ეთერში სულ 10 გადაცემას ნახავს. 

დღის ამბები