03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
"თავისუფალი ზონის" წევრებს კვერცხები დაუშინეს

”თავისუფალი ზონის” ოფისთან ორი აქცია გაიმართა. ერთმანეთს ”თავისუფალი ზონისა” და ”თავისუფალი თაობის” წარმომადგენლები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ”თავისუფალი ზონის” მოწინააღმდეგეებმა დაპირისპირებულ მხარეს კვერცხები ბოთლბი ესროლეს. პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე „თავისუფალი თაობის“  წევრი ზურაბ ბიგვავა დააკავა. ”თავისუფალი თაობის” წევრები და გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ჟურნალისტები ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს აპროტესტებდნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც. გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ქვეყანა არეულობისკენ ივანიშვილის რეჟიმს და მის მიერ შექმნილ ჯგუფებს მიჰყავს და ეს კამპანია შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ იყო დაანონსებული. ბოკერიას მტკიცებით დღევანდელ აქციაზე შეკრებილი ჯგუფები სწორედ შინაგას საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებაში მოქმედებდნენ: “ივანიშვილის რეჟიმი იმის ნაცვლად, რომ აკეთებდეს საქმეს, რისთვისაც ის ხალხმა აირჩია, არის კონცენტრირებული ძალადობის ესკალაციაზე და პოლიტიკურ დევნაზე“ -განაცხადა ბოკერიამ.

„თავისუფალი ზონის“ ოფისთან გამართულ აქციას გამოეხმაურა ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელიც. კობა ხაბაზი აცხადებს, რომ ის და მისი გუნდი არანაირ არეულობას არ გეგმავენ, თუმცა ყოველთვის გააპროტესტებენ ფე-ეს-ბე-ს გენერლების ჩამოყვანას, რუსეთის მიერ კაპიტულარული პოლიტიკის გატარებასა და  მლიქვნელობას. მისივე თქმით „თავისუფალი ზონა“ არ შეეგუება კოლაბორაციონალიზმს.

დღევანდელ აქციაზე იმყოფებოდა ბატალიაონ „ავაზას“ ყოფილი მეთაური ტრისტან წითელაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ მას იმის დამადასტურებელი მასალა, რომ თავისუფალი ზონის წევრები სააკაშვილმა უკრაინაში წაიყვანა და სპეციალურად მოამზადა ქვეყანაში გადატრიალების მოსაწყობად.

საკუთარი მოთხოვნები დააყენეს „ასავალ-დასავალის“ რედაქციის წარმოამდგენლებმაც და განაცხადეს, რომ უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ზაზა დავითაიას ცემის დროს იქ იმყოფებოდა.

საპროტესტო აქციის გამო პეკინის გამზირზე დღეს საათნახევრის განმავლობაში მოძრაობა იყო გადაკეტილი და მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.

 

დღის ამბები