რუსთავი 2-ის საქმის განხილვა გაგრძელდება დღეს სააპელაციო სასამართლოში. ტელეკომპანიის დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრებით წარდგება.
ადვოკატები კოლეგიას შეკითხვებითაც მიმართავენ, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის მოწილე - ტელეკომპანია საქართველოს წილების დაყადაღების საკითხზე.
ასევე აპირებს თუ არა შეაჩეროს პროცესი, ვიდრე საკოსნტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის სარჩელთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სააპელაციოს, რუსთავი 2-ს გასაჩივრებული აქვს ქიბარ ხალვაშისთვის წილის 100%-ის გადაცემაც. ასევე ყველა ის განჩინება, რომელიც მოსამართლე ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატებს კი გასაჩივრებული აქვთ სასარჩელო მოთხოვნების ის ნაწილი, რომელიც არ დაკმაყოფილდა საქალაქო სასამართლოში.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობს, რომ დღევანელ სხდომაზე შეძლებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, აქვე არ გამორიცხავს, რომ პროცესის დასრულებამდე რამდენიმე სასამართლო სხდომა გაიმართოს.
დღესვე ქიბარ ხალვაშის დაცვის მხარე გეგმავს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილზე სააპელაციო საჩივრით წარსდგეს.