რუსთავი 2-ის საქმის განხილვა 11 საათზე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. სამაუწყებლო კომპანიის დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრებით წარდგება. ადვოკატები კოლეგიას შეკითხვებითაც მიმართავენ.
„სასამართლოს ვკითხავთ, თუ მიიღო გადაწყვეყილება ტელეკომპანია საქართველოზე დადებულ ყადაღაზე, ასევედ მიიღო თუ არა გადაწყვეტილება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენ მიერ დაყენებულ საკითხებზე, რომელიც კონკრეტული მუხლების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობას გულისხმობს,“- განაცხადა რუსთავის 2-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.
შეკითხვების შემდეგ მხარები სასამართლოს წინაშე სააპელაციო სარჩელებით წარდგებიან.
რუსთავი 2-ს გასაჩივრებული აქვს ქიბარ ხალვაშისთვის წილის 100%-ის გადაცემაც. ასევე ყველა ის განჩინება, რომელიც მოსამართლე ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატებს კი გასაჩივრებული აქვთ სასარჩელო მოთხოვნების ის ნაწილი, რომელიც არ დაკმაყოფილდა საქალაქო სასამართლოში.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობს, რომ დღევანელ სხდომაზე შეძლებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, აქვე არ გამორიცხავს, რომ პროცესის დასრულებამდე რამდენიმე სასამართლო სხდომა გაიმართოს.
დღესვე ქიბარ ხალვაშის დაცვის მხარე გეგმავს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილზე სააპელაციო საჩივრით წარსდგეს.
"კურეირი" პირდაპირ ეთერში ამ თემით 12-ის ნახევარზე დაბრუნდება.