რუსთავი 2-ის საქმის განხილვა განახლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. კოლეგია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებების კანონიერებაზე მსჯელობს.
ტელეკომპანია თამაზ ურთმელიძის მიერ დადებული ყადაღის მოხსნას და რაც მთავარია, 100 %-იანი წილის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.
შეგებებული მოთხოვნა აქვს მოპასუხესაც, ხალვაშის ადვოკატები კომპანიის ლოგოსა და გადაცემებზე საავტორო უფლების აღიარებას ითხოვენ.