„რეალურად ბიძინა ივანიშვილს სურს დაიქვემდებაროს როგორც მედია, ისე სასამართლო ხელისუფლება და ამას აკეთებს პარალელურად,“ - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, სერგო რატიანი.
როგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
თავისუფალი დემოკრატები იმედს გამოთქვამენ, რომ სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ამ იმედის საფუძველი ნაკლებად არსებობს, იქიდან გამომდინარე, მათი შეფასებით, თუ როგორ ცდილობს ქართული ოცნება დაიქვემდებაროს საერთო სასამართლოები, არამედ სერიოზულო შეტევას ახორცილებს საკონსტიტუციო სასამართლოზეც.
"ამ საქმის განხილვა და დაწყება თავიდან ბოლომდე რომ პოლიტიზირებულია, ეს ცხადია და ამაზე არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ევროპული სტრუქტურებიდანაც პირდაპირი მინიშნებებია და განცხადებებიც ამის თაობაზე," - აღნიშნავს შალვა შავგულიძე.