19 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
"უტყუარი წყაროსგან ჩვენთვის ცნობილია, რომ გადაწყვეტილება დაწერილია იუსტიციის სამინისტროში,"- ნიკა გვარამია

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება. პროცესის დაწყებამდე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა კომენტარი გააკეთა.  

"ვადები დიდი ხნის დარღვეულია, ამ კოლეგიას არ აქვს მართლმსაჯულების განხორციელების მოტივაცია, ამ კოლეგიას აქვს კონკრეტული დავალება. სრულიად უტყუარი წყაროსგან ჩვენთვის ცნობილია, რომ გადაწყვეტილება დაწერილია იუსტიციის სამინისტროში , დეტალებიც ვიცით, არავითარი მოლოდინი მართლმსაჯულების აღსრულების ამ კოლეგიისგან არ გაქვს, ყველაფერ გავაკეთებს, რომ ეს კოლეგია საქმეს ავაცილოთ,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილმა კი განაცხადა, რომ მისი მოლოდინები ამ სასამართლოს მიმართ ძალიან პესიმისტურია.

ამავე თემაზე
დღის ამბები