19 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
„პროცესი ძალიან საეჭვო გარემოებებში მიმდინარეობს,“- ზაზა ბიბილაშვილი

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა განახლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. კოლეგია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებების კანონიერებაზე მსჯელობს.

ტელეკომპანია თამაზ ურთმელიძის მიერ დადებული ყადაღის მოხსნას და რაც მთავარია, 100 %-იანი წილის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის და ტელეკომპანია საქართველოს იურისტები აცხადებენ, რომ სასამართლოს კოლეგიას კითხავენ ამ დრომდე ტელეკომპანიებს რატომ არ მიუღიათ პასუხი ტელეკომპანია საქართველოს ყადაღის საქმეზე.

„პროცესი ძალიან საეჭვო გარემოებებში მიმდინარეობს,“- განაცხადა ლევან და გია ყარამანიშვილების იურისტმა ზაზა ბიბილაშვილმა.

მოსარჩელე მხარის იურისტები აცხადებენ, რომ რუსთავი 2-ის და ტელეკომპანია საქართველოს იურისტები სპეციალურად აჭიანურებენ საქმეს. პაატა სალია იმედოვნებს, რომ მოსამართლეთა კოლეგია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები