19 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
"შეცდომები, რომელიც დაუშვა მოსამართლემ თავის დროზე, იმედი მაქვს, მეორედ, მესამედ და მეხუთედ ასეთ რამეს არ გაიმეორებს" - ლევან ნერძენიშვილი

რუსთავი 2-ის საქმეზე დილიდან შეფასებები კეთდება საკანონმდებლო ორგანოში. რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მხარს უჭერს პროცესის გამჭვირვალობას.

"ის შეცდომები, რომელიც დაუშვა მოსამართლემ თავის დროზე, როდესაც აშკარადა გამოჩნდა, რომ მას აინტერესებდა შინაარსი, არის აღმოფხვრილი და იმედი მაქვს, მეორედ, მესამედ და მეხუთედ ასეთ რამეს არ გაიმეორებს, ვინაიდან, ამან მთელი მსოფლიოს, ფიგურალურად ვამბობ, შესაძლოა ავსტრალიაში არა, მაგრამ, სადაც საქართველო იციან, ყველას აღშფოთება გამოიწვია.

უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ეს არის კერძო სუბიექტების დავა და არავითარი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან არ მიმდინარეობს. ჟორჟოლიანი სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია. დეპუტატი რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას არაობიექტურს უწოდებს. 

როგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღის ამბები