რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესის მიმდინარეობას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აკვირდებიან. არასამთვრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სამაუწყებლო კომპანიაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად უსამართლო იყო, მათი ვარაუდით, შეიძლება მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება შესაძლოა უსამართლო იყოს, რადგან ხელისუფლების ჩარევა იკვეთება.
"მაშინ, როდესაც ქვეყანა წინასარჩევნო ფაზაში შედის ნებისმიერი მკვეთრი რყევები მედიაბაზარზე, გასაკუთრებით კრიტიკული მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება დემოკრატიულ პროცესს დააზარალებს, რუსთავი 2-ის პროცესი დიდწილად განსაზღვრავს საარჩევნო გარემოს,"- განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.
სააპელაციო სასამართლოსთან ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იმყოფება. ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა.
„უბედურებები და უწესობები ტელეკომპანიის მიმართ გრძელდება. სამოქალაქო საზოგადოება უნდა გავაქტიურდეთ, რომ არ დავუშვათ, რომ ხელისუფლებამ დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე იძალადოს,“- განაცხადა ხატიაშვილმა.