19 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
რუსთავი 2-ის საქმე კამათის ფონზე მიმდინარეობს - გვარამიამ 2 შუამდგომლობა დააყენა

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე 2 შუამდგომლობა დააყენა. ის სასამართლო პრეცესის გადადებას ითხოვს, რადგან ტელეკომპანია საქართველოს ყადაღაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი არ არის. გვარამიას თქმით, ეს გარემოება ხელს უშლის მხარის პოზიციის ჩამოყალიბებას.

რუსთავი 2-ის დირექტორმა ასევე მოითხოვა სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნატა ნაზღაიძის აცილება. გვარამიას განმარტებით მოსამართლე ნაზღაიძე რუსთავი 2-ის მხარეს ზღუდავს და აზრის დამთავრების საშუალებას არ აძლევს. გვარამიამ ნაზღაიძეს მიკერძოებული უწოდა. 

"მე პირადად არავითარი ნდობა თქვენთან მიმართებაში არ მაქვს. თქვენი პროფესიონალიზმი მეორე ხარისხოვანია ჩემთვის იმიტომ, რომ პროფესიონალიზიმი მკვდარია მაშინ, როდესაც სახეზეა მიკერძოება. მე პირდაპირ ღიად და სწორხაზოვნად ვამბობ, ნატა ნაზღაიძე არის დავალების შემსრულებელი ამ პროცესზე, იგი მოწოდებულია იმისთვის, რომ არ მისცეს შესაძლებლობა ჩვენ მხარეს ადეკვატურად და სრულყოფილად დაიცვას თავისი პოზიცია. ჩვენ შეუძლებლად მივიჩნევთ მისი თავმჯდომარეობის პირობებში ამ პროცესის სრულფასოვნად წარმართვას. ელემენტარულად არცერთი შუამდგომლობა, არცერთი განცხადების ეპიზოდიც კი არ მიგვაყვანინა ბოლომდე ქალბატონმა ნაზღაიძემ“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მოსამართლე ნაზღაიძემ განმარტა, რომ რუსთავი 2-ის პოზიცია, გადაწყვეტილების არმიღებასთან და პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით არასწორია. ნაზღაიძის თქმით, სამშაბათს 17 მაისს სასამართლოს პასუხი ტელეკომპანია საქართველოს საჩივართან დაკავშირებით პასუხი ცნობილი იქნება.  

სასამართლო პროცესი საკმაოდ დაძაბულად კამათის ფონზე მიმდინარეობს. 

დღის ამბები