სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს ესწრებიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში უხეშად ხდება სახელმწიფო ხელისუფლების ჩარევა, რაც რუსთავი 2-ის საქმეშიც ჩანს.
მათ ასევე ისაუბრეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაზე, რომელიც, მათი შეფასებით, სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო იყო.
მათივე თქმით, მეორე ინსტანციის სასამართლოშიც რუსთავი 2-ის საქმე არაობიექტურად მიმდინარეობს და ცალსახად იკვეთება ხელისუფლების ჩარევა.
არასაპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, პროცესის მონიტორინგი, როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან.
როგორც ისინი ამბობენ, ამ საქმით დაინტერესებულია ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი.
მათივე განმარტებით, რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესების ობიექტურობაზეა დამოკიდებული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა.