სააპელაციო სასამართლოს ეზოში, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებიან. სტუდენტების თქმით, ისინი სიტყვის თავისუფლებას იცავენ.
ახალგაზრდების თქმით, რუსთავი 2-ის პროცესის განხილვა როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე მეორე ინსტანციაშიც არაობიექტურად მიმდინარეობს.
სტუდენტები აცხადებენ, რომ მთავრობას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმეში ჩარევის უფლებას არ მისცემენ.