19 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
"სრული სამართლებრივი კატასტროფაა" - არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესი დატოვა

სასამართლო პროცესი დატოვა არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა. მათ მიმდინარე პროცესს სრული სამართლებრივი კრახი უწოდეს.

მათივე თქმით, სასამართლო წარმოადგენდა მხარეს, რადგან არცერთი შუამდგომლობის დასრულების საშუალება არ მისცა რუსთავი 2-ის იურისტებს და კომპანიის გენერალურ დირექტორს კოლეგიამ.

"სამწუხაროდ ვხედავ, რომ სასამართლო გამოდის როგორც მხარე და ეს ყოვლად მიუღებელია, რადგან ხდება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ლაპარაკის პროცესში და პოზიციების გამოხატვა. ამ კოლეგიას არ მიყავს საქმე იმ მიმართულებით, რაც ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას და მართლმსაჯულების სწორ განხორციელებას," - აღნიშნა საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ. 

ტენდენციური და კვალიფიკაციის ნაკლებობის მქონე - ასე შეაფასა პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი რუხაძემ, რომელის პროცესს ესწრებოდა.

"სრული სამართლებრივი კატასტროფაა. ჩვენ ვუყურებდით ეს კოლეგია, ქალბატონო ნაზღაიძის თავმჯდომარეობით, დიდი გულმოდგინებით და დიდი ნიჩაბით, როგორ მარხავდა ქართული მართლმსაჯულების ნარჩენებს," - განაცხადა სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა. 

დღის ამბები