"დღევანდელ პროცესზე განუკითხაობაა, ჩვენ მხარეს საუბრის საშუალება არ ეძლევა. ღია ტენდენციაა გამოცხადებული, რომ რამენაირად რუსთავი 2-ს აზრის და სიტყვის გამოხატვის საშუალება არ მიეცეს,"- ეს განცხადება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა გაკეთა.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, შუამდგომლობაზე, რომ სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის აცილება მოხდეს, სასმართლო მსჯელობს.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, ტელეკომპანია საქართველოს ყადაღასთან დაკავშირებით, პასუხი ბუნდოვანია.
უდუმაშვილის განცხადებით, პროცესი ძალიან ტენდენციურად მიმდინარეობს, მისივე განცხადებით, მოსამართლემ ნიკა გვარამიამ გაუგებარი მიზეზით დაჯარიმა.