რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, სასამართლო კოლეგიამ ეს საქმე გადააქცია რუსთავი 2-სა და მას შორის პაექრობად.
"სასამართლო ჩვენ ისევ არ გვყავს. პირველმა ინსტანციამ წაგვართვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და გვართმევს ამას აპელაციაც. პროცესზე ჩვენ ვხედავთ ჩვენს მიმართ აბსოლუტურად არაადეკვატურ დამოკიდებულებას. მოსამართლე პროცესზე იქცევა როგორც მხარე. პრაქტიკულად არ საუბრობს მოწინააღმდეგე მხარე იმიტომ, რომ სასამართლო კოლეგიამ ეს საქმე გადააქცია რუსთავი2-სა და მას შორის პაექრობად. ჩვენ სისტემატიურად გვეზღუდება გამოხატვის თავისუფლება. ჯარიმა რომელიც მე დამეკისრა სრულიად კომიკურია. განმარტება მოვითხოვე არა ერთ გზის, თუ რატომ დამაჯარიმეთ-თქო და ბოლოს განაცხადა მოსამართლემ, რომ დამაჯარიმა იმიტომ, რომ ვთქვი ისინი აღმსრულებლები არიან კონკრეტული ნების და არა მართლმსაჯულების", - განაცხადა გვარამიამ.