რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე პროცესზე შესვენება გამოცხადდა. სასამართლო პროცესიდან გამოსულმა რუსთავი 2-ის ადვოკატმა პროცესის მიმდინარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ სხდომის თავმჯდომარემ ფორმალურადაც კი ვერ შეძლო შეენარჩუნებინა ე.წ. დამოუკიდებელი მოსამართლის იმიჯი.
მისი განმარტებით, ნატა ნაზღაიძე არ აძლევდა მათ საშუალებას დაესრულებინათ საკუთარი პოზიცია და ცრუობდა ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.
„კიდევ ერთი ნონსენსი, ნატა ნაზღაიძემ დააჯარიმა ნიკა გვარამია სრულიად უსაფუძვლოდ,“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
მისი განმარტებით, სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლის აცილება მოითხოვა და განაცხადა, რომ მას აქვს კითხვის ნიშნები იმისა თაობაზე, რომ მოსამართლე შესაძლოა იყოს დავალების შემსრულებელი, ადვოკატის განმარტებით, შესაძლოა იყოს კანონისმიერი საფუძველი, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს სხდომის წესრიგის დარღვევად და დაჯარიმების საფუძვლად.