ქიბარ ხალვაშის ადვოკატი სასამართლო პროცესზე შეფასებას აკეთებს. პაატა სალია ამბობს, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ასევე მოპასუხე მხარის იურისტების შუამდგომლობები დაფუძნებულია ემოციურ ფონზე და არ შეიცავს არანაირ ფაქტებს.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი არ ეთანხმება მოსამართლის აცილების შუამდგომლობას.
„სურვილი არის რომ მხარემ აიცილოს საერთოდ მართლმსაჯულება, ამ საქმეზე საერთოდ არ გამოვიდეს გადაწყვეტილება და თავი აარიდონ მართლმსაჯულებას,“ - აცხადებს პაატა სალია.