რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს, რომელიც დღეს სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, ესწრებოდნენ თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები.
ისინი პროცესის მიმდინარეობისას კოლეგიის მიკერძოებულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პროცესზე მოსამართლე იყო მხარე, რომელიც იყო რუსთავი 2-ის წინააღმდეგ.
„სამწუხაროდ აქ მოსამართლეები მოგვევლინენ მხარედ და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სასამართლო არ არის ობიექტური და აქ მიმდინარეობს ხელისუფლების ბრძოლა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.