19 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
„ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე პროცესს,"- უჩა ნანუაშვილი "რუსთავი 2"-ის საქმეზე

სახალხო დამცველმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი მიმდინარე პროცესს აკვირდება.

"ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე პროცესს, იმედია, მას შემდეგ, რაც რეალურად წარიმართება სასამართლოს პროცესი კანონის მოთხოვნების დაცვით, გვექნება შესაძლებლობა შეფასების გაკეთების. ჩვენ დარღვევებთან დაკავშირებით გვქონდა განცხადებები რამდენჯერმე, ეს ეხებოდა გასულ წელს რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილებას, თუ ასეთი რამ იქ მოხდება, იმედი მაქვს, რომ მსგავსი შეცდომა აღარ იქნება დაშვებული, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები