19 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
"შეიძლებოდა გარკვეული შუამდგომლობების დაკმაყოფილება" - ეკა გიგაური

რუსთავი2-ის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობაზე საუბრობენ მესამე სექტორშიც. არასამთავრობო ორგანიზაციებში იმედს გამოთქვამენ, რომ პოლიტიკური სარჩული აპელაციის ფარგლებში არ გამოიკვეთება. და ამასთანავე პირველი ინსტანციისას წარმოშობილ ეჭვებზე პასუხებს ითხოვენ. აქვე მესამე სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, მიმდინარე განხილვისას რამდენიმე შუამდგომლობის დაკმაყოფილება შესაძლებელი იყო.

“ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ აქ ვხედავდეთ, რომ არანაირი პოლიტიკური დაინტერესება, იმაში არ არის, რომ რუსთავი2-ის მეწილეები შეიცვალონ. პირველი ინსტანციის სასამართლოსთან დაკავშირებით არის ბევრი კითხვის ნიშნები, ამ პროცესებს ახლა ჩვენ ვაკვირდებით სააპელაციო სასამართლოში. ცხადია შეიძლებოდა გარკვეული შუამდგომლობების დაკმაყოფილება. ჩვენ მოუწოდებთ სასამართლოს რომ პროცესი წარმართონ ისე, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია «საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორმა ეკა გიგაურმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორის გიორგი კლდიაშვილის თქმით,  ამ მოსამართლეებში ბევრი პრობლემაა.

“ მნიშვნელოვანი არის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ყველანაირად მოცილდეს პოლიტიკური დატვირთვა. კვლავაც რჩება კითხვები თვითონ პროცესთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან რომ ბევრი პრობლემაა თავდა ამ მოსამართლეებში“ - აღნიშნა კლდიაშვილმა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წევრის ნინო ლომჯარიას თქმით, მთელი საზოგადოების ყურადღება არის მიპყრობილი ამ პროცესის მიმართ.

“ ვფიქრობ რომ რეზონანსული პროცესი არის, მთელი საზოგადოების ყურადღება არის მიპყრობილი ამ პროცესის მიმართ და ნამდვილად ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იამზე თუ როგორ წარიმართება მოვლენები და გაჩნდება თუ არა რაიმე კითხვის ნიშნები“ - განაცხადა ლომჯარიამ.            

დღის ამბები