19 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
„ყველა აფასებს იმ შეშფოთებას, რაც ამ საქმის მიმართ არსებობს,"- უილიამ ლაჰიუ "რუსთავი 2"-ზე საუბრობს

რუსთავი 2-ის საქმეზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა. უილიამ ლაჰიუს თქმით, საკითხის მიმართ ყველა შეშფოთება ხმამაღლა უნდა ითქვას, თუმცა სასამართლო სისტემას საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ თავისი საქმე კანონის დაცვით შეასრულოს

„ყველა აფასებს იმ შეშფოთებას, რაც ამ საქმის მიმართ არსებობს და იმის მიმართ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მაგრამ საკითხი რთულია, უნდა ვენდოთ სისტემას, რომ იმუშაოს, თუ ის არ მუშაობს, მაშინ ადამიანებს აქვთ უფლება, რომ  თუ არ ეთანხმებიან საკითხს, ხმამაღლა თქვან სათქმელი, მნიშვნელოვანია, კანონის უზენაესობის დაცვა და მნიშვნელოვანია საშუალება მივცეთ სასამართლო სისტემას შეასრულოს თავისი საქმე,“- განაცხადა უილიამ ლაჰიუმ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები