სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი 30 მაისისთვის გადაიდო. როგორც გაირკვა, კოლეგია იურისტებს 16 მაისს ჩააბარებს გადაწყვეტილებას ტვ საქართველოს ყადაღის საქმეზე.
შუამდგომლობის ჩამოყალიბებამდე მათ 2 კვირიანი ვადა ეძლევათ.
მოსამართლეთა ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და ამბობს, რომ, რომც არ ცოდნოდათ მხარეებს რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო ყადაღის საქმეზე, ეს არაფერს შეცვლიდა, რადგან მისი განმარტებით, ამას ძირითად საქმესთან საერთო არაფერი აქვს.