19 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
“ღმერთის არ გწამთ?"- დავით დარჩიაშვილი უმრავლესობას მიმართავს

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსთავი 2-თან დაკავშირებული საქმეები სახელდება. პლენარულ სხდომაზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. 

დეპუტატების სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა პლენუმის კვორუმის საკითხს. შემოთავაზებული კანონპროექტით, გადაწყვეტილების მისაღებად პლენუმის 2/3 იქნება საჭირო, რაზეც ოპოზიცია აცხდებს, რომ ამ ნორმის ამოქმედების შემთხვევაში შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის პარალიზება მოხდეს.

„იმიტომ დასაჯეთ მთელი ეს კოლეგიები, რომ რუსთავი 2-ის, გიგი უგულავას, მოსმენების საქმეზე მათ გადაწყვეტილებები მიიღეს,“- განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მმართველ გუნდს ინსტიტუტის დაკნინების მცდელობაში ოპოზიცია და მესამე სექტორის ნაწილი ადანაშაულებს.

“ღმერთის არ გწამთ? მარტო პირჯვრის გადაწერა პოლიტიკურ, ინსტიტუციონალურ, იურიდიულ ცოდვებს ვერ გააბათილებს,“- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

 დავით დარჩიაშვილს უმრავლესობიდან ეკა ბესელიამ უპასუხა.

„ცუდია არ არის, რომ ბატონი დარჩიაშვილიც ღმერთზე ალაპარაკდა, მაგრამ არ არის კარგი, როდესაც არგუმენტები არ გაქვთ,“- განაცხადა ბესელიამ.  

ავტორი: ანა წერეთელი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები