19 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმე-პოლიტიკური პარტიები სასამართლოს მიკერძოებულობაზე საუბრობენ

რუსთავი 2-ის წარმომადგენლები და ადვოკატები დღეს ერთადერთი მხარე არ იყო, რომელიც სასამართლოს მიკერძოებულობაზე საუბრობდა. პროცესს არაერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთა შეფასებებიც პრაქტიკულად იდენტურია.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ღიად საუბრობენ, რომ სასამართლო კოლეგია ხელისუფლების მითითებით მოქმედებს. პოლიტიკური სუბიექტებისთვის მიუღებელია პროცესის წარმართვის ის მეთოდი, რომელსაც მოსამართლეები რუსთავი 2-ის საქმის მიმართ იყენებენ.

ოპოზიციის ბრალდებებს არ ეთანხმება მმართველი გუნდი. უმრავლესობის ნაწილი მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ მედიასაშუალებასთან დაკავშირებული განცხადებებითა და ქმედებებით ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას სპეკულაციების მიზეზი არ უნდა მისცეს. მმართველი გუნდი ისევ 2 სუბიექტს შირის კერძო დავაზე მიანიშნებს.

არ არის გამორიცხული სასამართლო პროცესზე მონიტორინგის მიზნით პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო სექტორის წევრებთან ერთად სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც მივიდნენ.

ავტორი: ნატა მახვილაძე.

დღის ამბები