03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
კიწმარიშვილის საქმეში სხვა პირის დანაშაული არ იკვეთება - პროკურატურა

ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით, დღეს განცხადება პროკურატურამ გაავრცელა. უწყებამ ის მიზეზები განმარტა, რატომ ეთქვა ზურაბ კიწმარიშვილს მოთხოვნაზე უარი.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეში მოპოვებულ მოწმეთა ჩვენებებზე, დოკუმენტაციაზე, ვიდეოჩანაწერებზე, ნივთიერ მტკიცებულებებზე და ათეულობით ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით არ არის გამოკვეთილი რაიმე გარემოება, რაც მოგვცემდა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება გამოწვეულია სხვა პირის დანაშაულებრივი ქმედებით.

თბილისის პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის ძმას ზურაბ კიწმარიშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლეობაზე უარი უთხრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები