ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი რუსთავი2-თან დაკავშირებულ საქმეზე კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.
მისი თქმით, "ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული სცენარით მიდის წინასწარ განსაზღვრული შედეგისკენ".
“მინდა, ჩამოვთვალო ის გარემოებები, რომელიც იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ ეს მეორე ინსტანციის სასამართლო იყო მართული ხელისუფლების მიერ. პირველი, ეს არის კოლეგია, რომელიც განიხილავს საქმეს, რომელიც უკვე მესამედ შეიცვალა. ამის ახსნა არის ის, რომ ხელისუფლებამ დანიშნა ის შემადგენლობა, რომელთანაც აქვს სრული კომფორტი. მეორე, ამ შემადგენლობაში არის ერთ-ერთი ნათია გუჯაბიძე, რომელიც საჯაროდ მხარს უჭერდა თამაზ ურთმელიძეს. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ ჩვენ უკვე მერვე თვეა, ვერ მივაღწიეთ TV საქართველოს ყადაღის განხილვას. ეს ის ყადაღა, რომელიც მნიშვნელოვანია ივანიშვილისთვის. გამოიკვეთა ის, რომ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული სცენარით მიდის წინასწარ განსაზღვრული შედეგისკენ,“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.