საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, რუსთავი2-თან დაკავშირებულ საქმეზე კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სიტყვა და გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს სასამართლო, იყოს მაღალი სტანდარტის.
“ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ამ საქმის მონიტორინგს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი სასამართლო სისტემისთვის და ხელისუფლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სიტყვა და გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს სასამართლო, იყოს მაღალი სტანდარტის. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ განმარტოს, რა კრიტერიუმით მოხდა კოლეგიის შეცვლა და რატომ. ასევე ვთვლი, რომ სასამართლოს მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა აცილებასთან დაკავშირებით და აღნიშნულ მოსამართლეს უდნა აეცილებინა ეს დავა,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.