სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, რუსთავი2-ის საქმეზე კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.
მისი თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რაზეც აქცენტი უნდა გაკეთდეს, ეს არის მედიის თავისუფლება.
“ამ პროცესს მინდა, შევხედო საარჩევნო ჭრილში. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რაზეც აქცენტი უნდა გაკეთდეს, ეს არის მედიის თავისუფლება. ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებელი სწორედ ამ თემაზე ამახვილებს ძალიან დიდი ყურადღებას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რუსთავი2-ის სასამართლო წარიმართოს კითხვების გარეშე. ჩვენ, ბუნებრივია, განსაკუთრებით ვაკვირდებით ამ პროცესებს,“ - განაცხადა ბენიძემ.