არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანალიტიკოსი, გიორგი ბერაია, რუსთავი2-ის საქმეზე საუბრობს.
მისი თქმით, მედიაპლურალიზმი იქნება ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რითაც შეფასდება არჩევნების სამართლიანობა.
“რუსთავი2 ძალიან მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კონტექსტში. მედიაპლურალიზმი იქნება ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რითაც შეფასდება არჩევნების სამართლიანობა და ამ კონტექსტში რუსთავი2-ს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მონიტორინგს ვუწვეთ ამ საქმეს,“ - განაცხადა ბერაიამ.