19 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
ივანიშვილი ცდილობს, საერთოდ დაიქვემდებაროს მედია - სერგო რატიანი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის, თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დაიქვემდებაროს როგორც სასამართლო, ასევე რუსთავი2.

ამის შესახებ განცხადება სერგო რატიანმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

“დაიწყო რუსთავი2-ზე შეტევის მეორე ტალღა. რუსთავი2-ის საქმე და საერთოდ მედიის დამოუკიდებლობის საქმე ამ წლის განმავლობაში არის შეჭიდული და გადახლართული სასამართლოს დამოუკიდებლობის საქმეზე.  ეს ორი პროცესი პარალერულად მიდის. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დაიქვემდებაროს როგორც სასამართლო, ასევე რუსთავი2 და საერთოდ მედია.  ისინი ვერ მოიგებენ არჩევნებს, რადგან რეალობა არის მძიმე,“ - განაცხადა რატიანმა.

დღის ამბები