პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილის, ნინო გოგუაძის, თქმით, სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიის მთავარი ღირებულება.
ამის შესახებ განცხადება გოგუაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
“ჩვენთვის ეს საქმე ყოველთვის იყო პოლიტიკური საქმე და არასოდეს არ ვფიქრობდით, რომ ესე იყო ორ კერძო სუბიექტს შორის დავა. ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებელი მედიისთვის მაშინაც, როდესაც ნაციონალები იყვნენ ხელისუფლებაში და რუსთავი2-თვისაც ვიბრძვით დღესაც, რადგან მიგვაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიის მთავარი ღირებულება,“ - განაცხადა გოგუაძემ.