ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის დამფუძნებელი, პავლე კუბლაშვილი, რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს და აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება.
კუბლაშვილის თქმით, პროცესები რუსთავი2-ის ირგვლივ არ დაწყებულა ქიბარ ხალვაშის სარჩელით რუსთავი2-ის წინააღმდეგ. მისი თქმით ეს ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო.
“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ ამ ყველაფრის უკან არ დგას ქიბარ ხალვაში. ეს არის სწორედ ხელისუფლების თანმიმდევრული ნაბიჯები," - განაცხადა კუბლაშვილმა.